შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერიასა და “Lions Club”-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
03.11.2016
უკან დაბრუნება
დღეს ქუთაისის მერიასა და საერთაშორისო ორგანიზაცია “Lions Club”-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმზე ხელი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საერთაშორისო ორგანიზაცია “Lions Club”-ის, საერთაშორისო დირექტორმა იორნ ანდერსენმა მოაწერეს. მემორანდუმის ძირითადი მიზანი მოიცავს “Lions Club International”-ის საქმიანობას ოთხი მიმართულებით, ესენია : ქველმოქმედება, ჯანდაცვა, განათლება და ახალგაზრდული სფერო. კერძოდ კი “Lions Club Kutaisi”-ის მიერ ამ სფეროების მომცველი აქტივობების განხორციელებისას ორმხრივი თანამშრომლობა იგეგმება საერთაშორისო ორგანიზაციასა და ადგილობრივ მერიას შორის. მემორანდუმის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობა მზად არის ორგანიზაციას შესაძლებლობების ფარგლებში მატერიალურად და ადამიანური რესურსებით მხარი დაუჭიროს. დღევანდელ შეხვედრას ასევე “Lions Club Kutaisi”-ს ხელმძღვანელი ირაკლი მაჩიტაძე ესწრებოდა.