შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საია დაკვირვებას ქუთაისის სამ სამაჟორიტარო ოლქსა და ჭიათურაში აწარმოებდა
31.10.2016
უკან დაბრუნება
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე დაკვირვებას ქუთაისის სამ სამაჟორიტარო ოლქსა და ჭიათურაში აწარმოებდა.საიას დამკვირვებლებმა 30 ოქტომბერს 14 საჩივარი და დაახლოებით ამდენივე შენიშვნა დაწერეს,როგორც საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარემ გიორგი სანტურიანმა განაცხადა,საჩივრები ძირითადად პროცედურული ხასიათისაა და ისინი არსებით გავლენას ვერ მოახდენენ არჩევნებზე.თუკი შემაჯამებელი ოქმების განაწილების შემდეგ შეუსაბამობა გამოვლინდა საია მას კანონდარღვევის წესით გაასაჩივრებს.