შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ტელერადიო კომპანია ,,რიონზე“ გუშინ, წინა საარჩევნო, განსხვავებული ფორმატის პირდაპირი ეთერი იხილა ტელემაყურებელმა
29.10.2016
უკან დაბრუნება
ტელერადიო კომპანია ,,რიონზე“ გუშინ, წინა საარჩევნო, განსხვავებული ფორმატის პირდაპირი ეთერი იხილა ტელემაყურებელმა. გადაცემა ,,დიალოგის“ წამყვანთან ნანა რობაქიძესთან ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს „ ქუთაისის სამივე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ქალაქის მერი იყო მოწვეული. გადაცემაში ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღეს კანდიდატების მხარდასაჭერად დედაქალაქიდან ჩამოსულმა თეატრალური საზოგადოების გამოჩენილმა წარტმომადგენლებმა: კახი კავსაძემ, ელგუჯა ბურდუყლმა და ჯემალ ღაღანიძემ. 47–ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გენადი მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა სამუშაო ადგილების შექმნასა და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქუთაისში დაარსების აუცილებლობაზე.