შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კობა ნარჩემაშვილი ავტოქარხნის დასახლება მოსახლეობას შეხვდა
28.10.2016
უკან დაბრუნება
წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში "ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი 49-ე საარჩევნო ოლქში კობა ნარჩემაშვილი ავტოქარხნის დასახლება მოსახლეობას შეხვდა. ნარჩემაშვილმა ყურადღება საკონსტიტუციო უმრავლესობის აუცილებლობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ქუთაისში პარლამენტი დარჩება, რადგან "ქართულ ოცნებაში" საკითხისადმი ერთსულოვანი დამოკიდებულებაა. 49-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარლამენტის წევრმა ოთარ ჩრდილელმა და ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმაც შეაფასა. მათ მოსახლეობას მხარდაჭერისაკენ მოუწოდეს.