შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში „ხალიკ ბანკი საქართველო“ შემოვიდა
28.10.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისში „ხალიკ ბანკი საქართველო“ შემოვიდა. იმერეთის მასშტაბით ბანკმა ერთი ფილიალი გახსნა. ,,ხალიკ ბანკი“ ყაზახეთის სახალხო ბანკის შვილობილი კომპანიაა და ქართულ ბაზარზე 2008ა წლიდან საქმიანობს. „ხალიკ ბანკი საქართველო“ მომხმარებელს საბანკო მომსახურებას ფართო სპექტრით სთავაზობს. ის არის საქართველოს ფერმერობისა და მეწარმეობის საშეღავათო კრედიტების პროგრამის მონაწილე. საქართველოს მასშტაბით რიგით მე-7 ფილიალის გახსნას საკრებულოს თავმჯდომარე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საბანკო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხელისუფლება ქალაქში კერძო სექტორის განვითარებას დადებითად აფასებს.