შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ხონში გასვლითი რეგიონული თათბირი გაიმართა
26.10.2016
უკან დაბრუნება
იმერეთში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე იმსჯელეს რეგიონულ თათბირზე ხონის მუნიციპალიტეტში. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა გამგებლებისგან მიმდინარე საკითხების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. მხარის გუბერნატორმა 12-ვე მუნიციპალიტეტის გამგებლებსა და წარმომადგენლებს როგორც ადგილობრივი ასევე, რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტებისა და სტიქიის შედეგად მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი დაავალა. რეგიონულ თათბირზე ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს. ასევე, მოისმინეს ინფორმაციები გაზიფიცირების, სურსათის უვნებლობისა და სატყეო საკითხებთან დაკავშირებით.