შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კობა ნარჩემაშვილი ავტომშენებლის დასახლების მოსახლეობის ნაწილს შეხვდა
25.10.2016
უკან დაბრუნება
დარჩება თუ არა პარლამენტი ქუთაისში? 49-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი ავტომშენებლის დასახლების მოსახლეობის ნაწილს შეხვდა და ამომრჩევლის კითხვებს უპასუხა. ნარჩემაშვილის თქმით, ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი უნდა იყოს და მან უნდა შეინარჩუნოს პოლიტიკური ცენტრის ფუნქცია.მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნების“ რეიტინგიც შეაფასა და განაცხადა, რომ არჩევნების შემდგომ ხალხის პარტიისადმი ნდობა საგრძნობლად გაზრდილია. მაჟორიტარობის კანდიდატი ქორეოგრაფიული ანსამბლ „სამების“ რეპეტიციასაც დაესწრო, სადაც მოზარდებმა საკუთარი შემოქმედება აჩვენეს სტუმარს. არჩევნების მეორე ტური ქუთაისის სამივე მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. მეორე ტურში ერთმანეთს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან.