შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გენადი მარგველაშვილი მოქალაქეებთან შეხვედრებს აგრძელებს
25.10.2016
უკან დაბრუნება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის N47-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გენადი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის მეორე ტურში, მოქალაქეებთან შეხვედრისას იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რაც თითოეული ამომრჩევლისათვის მნიშვნელოვანი და აქტუალურია. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა განსაკუთრებულ დაინტერესებას გამოხატავს დეპუტატობის კანდიდატის გაცნობასთან დაკავშირებით. ამჯერად მოსკოვის ქუჩის მაცხოვრებლებმა იმედი გამოთქვეს, რომ შეხვედრაზე დასმული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დროულად გადაწყდება.