შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საშეშე მერქნის გადაცემა დაიწყო
24.10.2016
უკან დაბრუნება
ააიპ სპეციალური სერვისების სამსახურმა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ქუთაისში საშეშე მერქნის გადაცემა დაიწყო.ორგანიზაციის თანამშრომლებმა ათამდე ოჯახს შეშა ადგილზე მიუტანეს.როგორც ააიპ სპეციალური სერვისების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს,მათი სამსახურის მიერ ხეების გადაბელვის შედეგად შეგროვებულ შეშას ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს.