შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ლიტერატურულ კონკურსი „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი“
19.10.2016
უკან დაბრუნება
ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა ლიტერატურულ კონკურსს სახელწოდებით „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი“ მესამედ აწყობს, მასში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს შეუძლია, შემოდგომის თემატიკაზე შექმნილი ლექსი, ჩანახატი და მცირე ზომის პროზაული ნაწარმოები მსურველებმა 22 ნოემბრამდე უნდა წარმოადგინონ. კონკურსანტების ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს, გამარჯვებულებს კი დიპლომები და საჩუქრები გადაეცემათ, ასევე იგეგმება კონკურსის მონაწილეთა ნაწარმოების წიგნად გამოცემა.