შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბაგა-ბაღების გაერთიანების მე-13 ფილიალს ორი დირექტორი ჰყავს
19.10.2016
უკან დაბრუნება
ბაგა-ბაღების გაერთიანების მე-13 ფილიალს ორი დირექტორი ჰყავს.ეს განცხადება ნომერ 1 ფილიალის ყოფილმა ხელმძღვანელმა ზაალ ხონელიძემ გააკეთა.მაკა აბულაძემ გაერთიანებას სასამართლო პროცესი მოუგო.გადაწყვეტილება 13 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო მოსიძემ გამოიტანა.უფლებამოსილების შესრულებას აბულაძე გუშინ შეუდგა.მას სამსახურში გაერთიანების მიერ დანიშნული ხელმძღვანელი დახვადა.ორივე ხელმძღვანელმა ერთი დღე სამუშაო რეჟიმში ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე გაიარეს.მე13 ფილიალსი ორი ხელმძღვანელის ყოფნას უარყოფენ გაერთიანებაში და აცხადებენ რომ იზა ბაზაძე გათავისუფლებულია თანამდებობიდან.მე-13 ბაღს კი ერთი ხელმძღვანელი მაკა აბულაძე ჰყავს.