შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ხარკოვის დელეგაცია იმყოფება
14.10.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიაში ხარკოვის დელეგაციას უმასპინძლეს. ქუთაისის დამეგობრებულ ქალაქ ხარკოვის დელეგაცია საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ მიიღეს. დელეგაციის ვიზიტის მიზანი გენდერული საბჭოების მუშაობის სპეციფიკის გაცნობა იყო. სტუმრები ხარკოვის თვითმმართველობის ლიდერ ქალებს წარმოადგენენ. ხარკოველები ქუთაისში, საკრებულოსთან არსებული გენდერული საბჭოს ხელმძღვანელის, ირმა პეტრიაშვილის მოწვევით ჩამოვიდნენ. სტუმრებმა და მასპინძლებმა შეხვედრაზე სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს ერთმანეთს.