შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის 24 საათიან წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადასვლა დაიწყო
04.10.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პირველი ფაზის სამუშაოების დასრულების შედეგად, ქალაქის მოსახლეობის 24 საათიან წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადასვლა დაიწყო. ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე, იმ ქუჩების მოსახლეობას შეხვდნენ, რომლებიც უწყვეტი წყალმომარაგებით უკვე სარგებლობენ. სექტემბრიდან დამატებით, ქუთაისის 29 ქუჩის 11 000 -მდე მოსახლე 24 საათიანი, ხოლო 69 ქუჩის 25 000 ადამიანი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით სარგებლობს. ამასთანავე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქ. ქუთაისში წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის მეორე ფაზას ახორციელებს, რომლის დასრულების შედეგად, ქალაქი სრულად 24 საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სატუმბი სადგურების, რეზერვუარებისა და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლისთვისაც აზიის განვითარების ბანკმა 86 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო, 2018 წელს დასრულდება.