შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გურამ ტოროშელიძე ნატო ქათამაძისგან საჯაროდ ტელევიზიით ბოდიშის მოხდას ითხოვს
30.09.2016
უკან დაბრუნება
საკრებულოს დეპუტატი - გურამ ტოროშელიძე რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის 48-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნატო ქათამაძისგან საჯაროდ ტელევიზიით ბოდიშის მოხდას ითხოვს. ტოროშელიძის განცხადებით ნატო ქათამაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში საკრებულოს დეპუტატების მიმართ არასწორი ინფორმაცია გააჟღერა, ასევე სიცრუეს უწოდებს ნატო ქათამაძის ფეისბუქ-გვერდზე დაწერილ ინფორმაციასაც, სადაც ქათამაძე საკრებულოს დეპუტატების ბიზნეს წილებზე საუბრობს. ტოროშელიძის განცხადებას ნატო ქათამაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეა და ბოდიშის მოხდას არ აპირებს. დეპუტატები კი მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის მერთან ერთად დაჯდება.