შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერმა ნაციონალური მოძრაობის განცხადებას მანიფესტაციის მოწყობასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგით უპასუხა
30.09.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერმა ნაციონალური მოძრაობის განცხადებას მანიფესტაციის მოწყობასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგით უპასუხა. შოთა მურღულიას განცხადებით ნაციონალურ მოძრაობას აქციის გამართვა შაბათს - წმინდა ნინოს ქუჩაზე ან მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე სურს, რაც გამოიწვევს მოძრაობის შეფერხებას, თუკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პასუხისმგებლობას აიღებს და უზრუნველყოფს ქუჩის გადაკეტვას შეფერხების გარეშე მათ შეუძლიათ მანიფესტაცია სასურველ ადგილას გამართონ. შოთა მურღულიას ბრიფინგს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის 47-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თევდორაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მანიფესტაციის მიმდებარე ტერიტორია თვითმმართველობამ საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით უნდა უზრუნველყოს.