შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გიორგი თევდორაძემ დღეს პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა
28.09.2016
უკან დაბრუნება
წინასაარჩევნოდ დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშრებით ქუთაისის 47-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი თევდორაძემ დღეს პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა, თევდორაძის განმარტებით მათ სპორტის სასახლეში ჰქონდათ დაგეგმილი აქციის ჩატარება თუმცა გადატვირთული რეჟიმის გამო უარი მიიღეს, წერილის საფუძველზე უარი ეტქვათ ვერიკო ანჯაფარიძის სკვერზეც თვითმმართველობის განმარტებით შუა კვირაში მსგავსი ღონისძიების ჩატარება სასწავლო პროცესს შეაფერხებდა,ნაციონალურმა მოძრაობამ აქციის თარიღი შეცვალა და 1-ელ ოქტომბერს დაგეგმა თუმცა სკვერში დაგეგმილი საბავშვო ღონისზიების გამო მერიისგან მესამედაც უარი მიიღო, როგორც გიორგი თევდორაძე აცხადებს შესაძლოა მათ აქცია მერიის შენობის წინ გამართონ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებიტ კომენტარი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა გააკეთა, ზვიად ჯავახიას განმარტებით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თვითმმართველობამ სამი ალტერნატიული ფართი შესთავაზა.