შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ნუგზარ უგლავამ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართა
28.09.2016
უკან დაბრუნება
„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნუგზარ უგლავამ დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართა. უგლავა კენჭს 48-ე ოლქში იყრის.მან განცხადება საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით გააკეთა.უგლავამ თავის საარჩევნო პლაკატები გუშინ დილით ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ბანერებზე განათავსა,საღამოს კი მთელ სტენდზე ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დიმიტრი მხეიძის პლაკატები დახვდა. უგლავა საარჩევნო სუბიექტებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს ,წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.