შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს ქალაქ-კომის ყოფილ მდივანს მამუკა ასლანიკაშვილს 70-ი წელი შეუსრულდებოდა
28.09.2016
უკან დაბრუნება
დღეს ქალაქ-კომის ყოფილ მდივანს მამუკა ასლანიკაშვილს 70-ი წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით ასლანიკაშვილის ბიუსტთან მისი მეგობრები, ყოფილი კოლეგები შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. მამუკა ასლანიკაშვილის გარდაცვალება ბუნდოვან წარსულად რჩება მისი მეგობრებისთვის. იხსენებენ მასთან გატარებულ წლებს და იმ ტრაგიკულ დღეს, როდესაც მისი სახით საუკეთესო კოლეგა და მეგობარი დაკარგეს. ქალაქ-კომის ყოფილი მდივნის მამუკა ასლანიკაშვილის ბიუსტი ქუთაისში რუსთაველის გამზირზე მდებარეობს.