შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გერმანელების საქველმოქმედო აქცია ქუთაისში
24.09.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისში სტუმრად მყოფმა გერჰარდ და კარინ მიულერებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს. 300-მა ოჯახმა ხარაზოვის ბაღში, ჰუმანიტარული დახმარების სახით სურსათი და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები მიიღეს. ბენეფიციარები სოციალურად დაუცველ ოჯახებს წარმოადგენენ, რომლებიც ქუთაისის გარდა იმერეთის რაიონებიდან შეირჩნენ. საქველმოქმედო აქციაში ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამაც მიიღო მონაწილეობა და მადლობა გადაუხადა მიულერების ოჯახს დღევანდელი აქციისთვის. მიულერების ოჯახი ქართულ-გერმანული ცენტრის ორგანიზებით ხშირად სტუმრობს ქუთაისს და ათეულობით საქველმოქმედო აქცია აქვთ გამართული. ამასთან მიულერები და კიდევ რამდენიმე გერმანელი, ქუთაისში 40 ოჯახს ყოველთვიურად გარკვეული თანხით ეხმარება.