შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ტყიბულში ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი სპორტის სასახლე გაიხსნა.
22.09.2016
უკან დაბრუნება
ტყიბულში ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი სპორტის სასახლე გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტირი ტარიელ ხეჩიკაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ტყიბულის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით აშენებული სპორტის სასახლის დარბაზი 750 გულშემატკივარზეა გათვლილი და მზად არის სხვადასხვა სახეობებში უმაღლესი დონის საერთაშორისო და ადგილობრივი ტურნირების ჩასატარებლად. სპორტის სასახლის სრული რეაბილიტაცია 2013 წელს ახალი სახურავის მოწყობით დაიწყო და 4 წლის განმავლობაში ეტაპობრივდ მიმდინარეობდა. კეთილმოეწყო სპორტსმენების გასახდელები, საშხაპეები, ვიპ-ლოჟა, საკომენტატორო ოთახი, სავარჯიშო დარბაზი და სხვა ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტის სასახლე, რომელიც ექსპლუატაციაში უკვე შევიდა გასული საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული და წლების განმავლობაში ემსახურებოდა სპორტულ-კულტურული სფეროს განვითარებას. კერძოდ, სასახლეში იმართებოდა, როგორც საერთაშორისო, ასევე ყოფილი საკავშირო დონის ტურნირები. 90-იან წლებში სტიქიური მოვლენების (დიდთოვლობის) გამო, დაზიანდა შენობის სახურავი და ორი ათეული წელია შენობა უფუნქციოდ იყო დარჩენილი.