შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გიორგი თევდორაძე დემეტრე თავდადებულის,ტყიბულისა და გოგოლის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა
21.09.2016
უკან დაბრუნება
მოსახლეობასთან ყოველელდღიურ შეხვედრებს აგრძელებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი 47-ე ოლქში გიორგი თევდორაძე,იგი დემეტრე თავდადებულის,ტყიბულისა და გოგოლის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა და საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო.თავის მხრივ მოქალაქეებმა მათ წინაშე არსებული ყოფითი თუ ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ ისაუბრეს.უმრავლესობას უმუშევრობა და მძიმე სოციალური გარემო აწუხებს.სურვილი აქვთ ქუთაისმა ფუნქცია და სტატუსი შეიძინოს ,რაც ქალაქის ეკონომიკურ განვითარების წინა პირობა იქნება.მოსახლეობას იმედი აქვს რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ძირეულ ცვლილებებს მოიტანს.