შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გიორგი თევდორაძე ახალგაზრდობის გამზირზე არსებულ დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს ეწვია
19.09.2016
უკან დაბრუნება
ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი # 47 ოლქში გიორგი თევდორაძე ახალგაზრდობის გამზირზე არსებულ დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს ეწვია და იქ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. გიორგი თევდორაძემ მოსახლეობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქმედო გეგმა წარუდგინა და ქალაქის განვითარებისა და პერსპექტივების შესახებ ესაუბრა. შეხვედრას დიალოგის ფორმატი ჰქონდა და მოსახლეობამ ღიად გამოთქვა საკუთარი გულისწყრომა ქვეყანაში და ქალაქში არსებულ სტაგნაციაზე და მძიმე სოციალურ თუ ეკუნომიკურ გარემოზე. მოქალაქეებს დასაქმება და უმუშევრობით გამოწვეული სხვა ყოფითი პრობლემები მრავლად აქვთ, რომელთა გადაწყვეტისათვის მთავრობის მხარდაჭერა სჭირდებათ. მათ იმედი აქვთ რომ 8 ოქტომბრის არჩევნებით მთავრობის ცვლილება გარდაუვალია,რაც მათ მდგომარეობას უკეთესობისკენ შეცვლის. შეხვედრაზე უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე, იმერეთის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი გია გეწაძე იმყოფებოდა, რომელიც სპეციალურად ჩამოვიდა ქუთაისში გიორგი თევდორაძის მხარდასაჭერად. გიორგი თევდორაძე სამაჟორიტარო ოლქის მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება.