შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სოფელ გუბისწყალში კლუბი და ბიბლიოთეკა გაიხსნა
23.10.2015
უკან დაბრუნება
წყალტუბოს რაიონის სოფელ გუბისწყალში ფუნქციონირება განახლებულმა კლუბმა და ბიბლიოთეკამ დაიწყო.კლუბის შენობას კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდა. სოფელში ბიბლიოთეკამ ადგილსამყოფელი სხვადასხვა პრობლემის გამო რამდენჯერმე შეიცვალა. ამჯერად ბიბლიოთეკა ფუნქციონირებას განახლებულ ფართში შეუდგა. უახლოეს მომავალში წიგნადი ფონდის გამდიდრებაც იგეგმება. კლუბი და ბიბლიოთეკა სოფელ გუბის წყალში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.