შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთის გუბერნატორმა საჩხერეში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა
07.09.2016
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, მოადგიელეებთან და გამგებლებთან ერთად, საჩხერის მუნიციპალიტეტში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. მონიტორინგის ფარგლებში მხარის გუბერნატორი საირხე-ჭორვილა-გორისის საავტომობილო გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო. აღნიშნული პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 499 900 ლარით არის დაფინანსებული. ასევე, დაათვალიერა მოძვი-ჯალაურთას დასრულებული საავტომობილო გზა და სოფლების სარეკისა და ბაჯითის სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ სასმელი წყლით 960 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი. საჩხერის მუნიციპალიტეტში სპორტული და კულტურული დაწესებულებების მშენებლობაც აქტიურ ფაზაშია. ძალოსნობის დარბაზის სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. პროექტი გარდამავალია და მშენებლობა 2017 წელსაც გაგრძელდება. დარბაზი ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება და 100 მაყურებელზეა გათვლილი. მშენებლობისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 636 892 ლარია გამოყოფილი. რაც შეეხება მუსიკალურ სკოლას მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 588 500 ლარს შეადგენს.