შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



"ახალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა ზაალ ხონელიძემ დღეს პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა
02.09.2016
უკან დაბრუნება
"ახალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა ზაალ ხონელიძემ დღეს პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე წელს გაცემულ პრემიებზე ისაუბრა.ზაალ ხონელიძის განცხადებით ქუთაისის მერიაში პრემია დანამატებს მხოლოდ სამსახურების უფროსები და მაღალი თანამდებობის პირები ისევ იღებენ.ეს განცხადება "ახალი საქართველოს" წარმომადგენელმა მერიისგან გამოთხოვილი წერილის საფუძველზე გააკეთა.ზაალ ხონელიძის ბრალდებებს მერიაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა უპასუხა.ზვიად ჯავახიას განცხადებით თვითმმართველობაში დანამატი ყველა თანამშრომელზე კანონის ფარგლებში გაიცემა,მაგრამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე მათი გასაჯაროვება შეუძლებელია.