შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მოქალაქე შეიჭრა
22.10.2015
უკან დაბრუნება
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მოქალაქე შეიჭრა. თინათინ მარდალეიშვილი ქუთაისის ორგანიზაციის წევრებისგან პარტიის დატოვებას ითხოვდა, რადგან, მისი თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა" როგორც პარტია არ უნდა არსებობდეს და "რუსთავი 2", რომელიც თითქოს ოპოზიციური ტელევიზიაა უნდა დაიხუროს. როგორც თინათინ მარდალეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის შიმშილობას იწყებს და ბოლომდე იბრძოლებს სიმართლისთვის. ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ქალბატონს პარტიის ოფისის დატოვება მოსთხოვეს, რაზეც უარის მიღების შემდეგ სამართალდამცავები გამოიძახეს.შეგახსენებთ, რომ თინათინ მარდალეიშვილს ქუთაისში ერთკაციანი აქციებით იცნობენ. როგორც წესი, აქციებზე ის აცხადებს, რომ ზვიად გამსახურდია ცოცხალია და "ეროვნული მოძრაობა"მმართველობას დაიბრუნებს .