შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის ტრენინგ კურსს ახორციელებს
29.08.2016
უკან დაბრუნება
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების სასწავლო პროცესში, თანატოლებთან ინტეგრაციის სირთულეების გადალახვის კუთხით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის ტრენინგ კურს ახორციელებს. მასწავლებლების გადამზადება ქუთაისში დღეს დაიწყო და მასში იმერეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის სკოლაა ჩართული. პედაგოგებს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის ტრენერები ხუთი დღის განმავლობაში იმ მიდგომებს და მეთოდებს გააცნობენ, რომელიც მათ სასწავლო პროცესის მსვლელობისას ძნელად არსაზრდელ ბავშვებთან მუშაობაში დაეხმარებათ.