შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გრიგოლ ლილუაშვილმა წინა საარჩევნო შეხვედრები ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართა
27.08.2016
უკან დაბრუნება
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილმა წინა საარჩევნო შეხვედრები ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართა. კანდიდატმა ქუტირის, გვაზაურის, გოჩა ჯიხაიშისა და პატარა ჯიხაიშის მოსახლეობასთან ქართული ოცნების უკვე შესრულებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ადგილობრივებმა პასუხი იმ კითხვებზეც მიიღეს, რომელიც მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა. მოსახლეობამ განსაკუთრებული ყურადღება ხვნა-თესვის პროგრამაზე გაამახვილეს, მათი სურვილია სახელმწიფომ პროექტი არ შეაჩეროს და აღნიშნული სერვისით მომავალშიც ისარგებლონ.