შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იპოთეკით დაზარალებული სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედა მეორე დღეა მერიის წინ შიმშილობას აგრძელებს
25.08.2016
უკან დაბრუნება
იპოთეკით დაზარალებული სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედა მეორე დღეა მერიის წინ შიმშილობას აგრძელებს. როგორც ნანა დეისაძე აცხადებს მან სახლი იპოთეკით 2008 წელს დატვირთა და მის უნებართვოდ სამჯერ გასხვისდა. ბოლო მფლობელი კი გამოსახლებით ემუქრება. მოშიმშილე მრავალშვილიანი დედის პრობლემით ქუთაისის მერია დაინტერესდა როგორც საბინაო სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიძე აცხადებს მათ მხოლოდ ერთჯერადი დახმარების გაცემა შეუძლიათ რაზეც დაზარალებული უარს აცხადებს.