შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ დღეს მორგი მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა
23.08.2016
უკან დაბრუნება
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ დღეს მორგი მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა.როგორც სამართლიანი არჩევნების იმერეთის რეგიონის ოფისის ხელმძღვანელი თეონა გოგიშვილი აცხადებს წინასაარჩევნო კამპანიაზე დაკვირვება მათმა ორგანიზაციამ 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით აწარმოა.კვლევის შედეგად იმერეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა,მათ შორის ქუთაისშიც.სამართლიანმა არჩევნებმა ანგარიშში პარტია თავისუფალი საქართველოს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის ბრალდებაც შეიტანა.გოგი წულაია თვითმმართველობას წინასაარჩევნოდ თანამშრომელთა შტატების გაბერვაში ადანაშაულებს.აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში კომენტარს სამართლიანი არჩევნების არნგარიშის გაცნობის შემდეგ გააკეთებენ.