შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჭიათურაში სახანძრო–სამაშველოს განყოფილების განახლებული შენობა ამოქმედდა
23.08.2016
უკან დაბრუნება
ჭიათურის მუნიციპალიტეტში სახანძრო–სამაშველოს განყოფილების განახლებული შენობა გაიხსნა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე, პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი, იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ორსართულიანი შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. შსს–ს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, სტუმრებთან ერთად რეაბილიტირებული შენობა, სახანძრო–სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე–მაშველების სრული აღჭურვილობა და განახლებული ავტოფარეხი დაათვალიერა.