შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჭიათურობა 2015-ისთვის მიძღვნილი კვირეული 19 ოქტომბერს დაიწყო და 25 ოქტომბერს დასრულდება
20.10.2015
უკან დაბრუნება
ჭიათურაში სახალხო დღესასწაულის აღნიშნავენ. ჭიათურობა 2015-ისთვის მიძღვნილი კვირეული 19 ოქტომბერს დაიწყო და 25 ოქტომბერს დასრულდება. სანდრო კავსაძის სამუსიკო სკოლის მიერ გამართული კლასიკური მუსიკის საღამოს შემდეგ, ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სკვერში კომპოზიტორისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მოგვიანებით კი საშევარდნოს კლდეზე კონკურსი მოეწყო თემაზე ,,ჩემი თვალით დანახული ჭიათურა’’ .ეს არის ადგილი საიდანაც ქალაქის სრული ხედი იშლება და კონკურსის მონაწილეებს საშუალება ქონდათ მშობლიური ქალაქის ქუჩები სხვა სივრციდან დაენახათ.