შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ზესტაფონის ე.წ. შავი ბაზრის ტერიტორიაზე ხანძრით დაზარალებული მოვაჭრეები შეიკრიბნენ
03.08.2016
უკან დაბრუნება
ზესტაფონის ე.წ. შავი ბაზრის ტერიტორიაზე ხანძრით დაზარალებული მოვაჭრეები შეიკრიბნენ. ისინი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მონაწილეების ინფორმაციით, ზარალის საერთო რაოდენობა დაახლოებით 2 მილიონ ლარს შეადგენს. ხანძრის განზრახ გაჩენის ვერსია აქვთ მოვაჭრეებსაც. ცოტა ხნის წინ ადგილობრივმა მუნიცპალიტეტმა ზესტაფონში არსებულ სხვა სავაჭრო ობიექტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ დამწვარ ბაზარში დასაქმებული მოვაჭრეები, რომელთა საქონელიც ხანძარს გადაურჩა, საქმიანობას სხვა სავაჭრო სივრცეში ორი თვის განმავლობაში გადასახადის გარეშე გააგრძელებენ.