შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საკრებულოს საქალაქო მეურნეობის კომისიის გასვლითი სხდომა უპატრონო ცხოველთა თავშესაფარში
03.08.2016
უკან დაბრუნება
საკრებულოს ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის გასვლითი სხდომა უპატრონო ცხოველთა თავშესაფარში გაიმართა,დეპუტატები ხელმძღვანელობასთან ერთად ქალაქში მომრავლებული უპატრონო ძაღლების შესახებ მსჯელობდნენ.ამ დროისთვის თავშესაფარში დაკვირვების ქვეშ 130 ძაღლი იმყოფება ხოლო ქალაქის ქუჩებში 1800-მდე უპატრონო ძაღლი დადის,მათგან კასტრაცია-სტერილიზაცია მხოლოდ 900 აქვს ჩატარებული,დეპუტატები ითხოვენ,რომ უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა,მხოლოდ ექიმის დასკვნის საფუძველზე საშიში ძაღლების დაძინების ნებართვას გასცენ,წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ისინი ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს.