შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე იუბილარია
20.10.2015
უკან დაბრუნება
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე იუბილარია.იგი დღეს 77 წლის გახდა. მეუფე კალისტრატე ერისკაცობაში შოთა მარგალიტაშვილი, თელავის რაიონის სოფ.ვარდისუბანში დაიბადა.რელიგიური ცხოვრება ბეთანიის ეპარქიაში მორჩილებით დაიწყო.1983 წლიდან ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსია,1989 წლიდან მთავარ ეპისკოპოსი,1992 წლიდან დღემდე მიტროპილიტი.მეუფე-კალიტრატე 32 წელია ქუთაის-გაენათის ეპარქიას ხელმძღვანელობს მისი მოღვაწეობის დროს აღსდგა გელათის აკადემია,დაარსდა სასულიერო სასწავლებელი,დ.აღმაშენებლის სახ.საღვთისმეტყველო ინსტიტუტი,მედავითნეობის კურსები,აშენდა უამრავი ტაძარი და მონასტერი.ძმათამკვლელი ომის წინ მეუფე წინ აღუდგა ქუთაისისკენ მომავალ ტანკებს და შეაჩერა ისინი.სოხუმის ომის დროს კი ერთადერთი თვითმფრინავი,რომელიც სოხუმის აეროპორტში დაჯდა მეუფე კალისტრატესი იყო.1986 წელს უკრაინაში , ჩერნობილის ტრაგედიის დროს , ის პირველი მართლმადიდებელი მიტროპოლიტი იყო,რომელმაც უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.მისი მოღვაწეობის გვირგვინად ბაგრატის ტაძრის აღდგენა მიიჩნევა.ეპარქიის სულიერ მამას მიღებული აქვს ყველა უმაღლესი ჯილდო.მისმა უწმინდესობამ იგი წმ.გიორგის ორდენით დააჯილდოვა,აქვს სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება.დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.