შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სამტრედიის მუნიციპალიტეტში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
29.06.2016
უკან დაბრუნება
სამტრედიის მუნიციპალიტეტში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. მხარეებმა იმერეთის რეგიონული სამსახურის უფროსისგან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოფისების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს. საკონსულტაციო საბჭოს სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიისა და პერსპექტივების განხილვა. ასევე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. იმერეთის გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო სამ თვეში ერთხელ იკრიბება და ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებსა და რეგიონის განვითარების სტრატეგიაზე. შეხვედრას იმერეთის მუნიციპალიტეტის პირველი პირები , გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები დაეწრნენ