შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სამტრედიის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს
29.06.2016
უკან დაბრუნება
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში გაზიფიცირების მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება. სოფელ ზემო ნოღაში გიორგაძეების ოჯახში გაზი სიმბოლურად იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა აანთო. სამტრედიის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირით 31 სოფლის უზრუნველყოფა მოხდა, რისთვისაც 260 კილომეტრიანი მაგისტრალი აშენდა. სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დასრულდება და საერთო ჯამში 3 500 აბონენტი გაზიფიცირდება. სოფელ ზემო ნოღაში გაზიფიცირების დასრულებული სამუშაოები მხარის პირველ პირებთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა.