შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გოგი წულაია გაზმომარაგების კომპანია სოკარს მოსახლეობის მოტყუებაში ადანაშაულებს
28.06.2016
უკან დაბრუნება
პარტია ”თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გაზმომარაგების კომპანია სოკარს,მოსახლეობის მოტყუებაში ადანაშაულებს.წულაიას განცხადებით სოკარი ერთ კუბამეტრ აირში მოსახლეობას იმ თანხას ახდევინებს რასაც ზამთარში იხდიდნენ,როგორც თავად აღნიშნავს მსგავს ფაქტს ადგილი 2013 წელს ჰქონდა,თუმცა მაშინ სოკარმა აღნიშნული ქმედება კომპიუტერულ შეცდომას დააბრალა და მოსახლეობას გამოსწორებას დაჰპირდა. პარტია ”თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს,რომ სოკარი კვლავ ძველი მეთოდებით აგრძელებს მუშაობას და მოსახლეობას ფულს ართმევს.წულაია კახი კალაძეს პრობლემის დროულ მოგვარებას თხოვს. ჩვენს მიერ მოკვლეული ინფორმაციით გაირკვა რომ დღესდღეობით ზამთრის და ზაფხულის ტარიფები აღარ არსებობს და გაუქმებულია.