შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სავაჭრო ცენტრ გრანდ მოლის თანამშრომლებმა ელექტროენერგიის გათიშვა გააპროტესტეს
27.06.2016
უკან დაბრუნება
სავაჭრო ცენტრ გრანდ მოლის თანამშრომლებმა ელექტროენერგიის გათიშვა გააპროტესტეს.მმართველის განცხადებით შუქი მათ 10 საათზე შეუწყდათ.გაუსაძლისი სიცხის გამო თანამშრომლებს მუშაობის გაგრძელება გაუჭირდათ,გრანდ მოლის ხელმძღვანელმა აღნიშნულის შესახებ ბრიფინგის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტა რაც კომპეტენტური სტრუქტურებისაგან,ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზის შესახებ ინფორმაცია ვერ მიიღო.აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებენ ენერგო პრო ჯორჯიაში.მათი განმარტებით 76 ფიდერის ავარიულად გათიშვის შესახებ გრანდ მოლის ხელმძღვანელი ინფორმირებული იყო.ელექტროენერგია დაახლოებით 14 საათსა და 30 წუთზე აღდგა.