შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სახალხო გაერთიანება ”მზიური საქართველოს” დამფუძნებელი ნიკო ნადირაშვილი ქუთაისში მოქალაქეებს შეხვდა
27.06.2016
უკან დაბრუნება
სახალხო გაერთიანება ”მზიური საქართველოს” დამფუძნებელი ნიკო ნადირაშვილი ქუთაისში მოქალაქეებს შეხვდა. რამდენიმე საათიანი გამოსვლის განმავლობაში მან ქვეყნის მოწყობისა და განვითარების მისეულ გეგმასა და 1991 წელს მოქმედი კონსტიტუციის აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა,რისთვისაც 200 000 ხელმოწერაა საჭირო,კონსტიტუციის ძველი მოდელის გათვალისწინებით უქმდება პრეზიდენტის პრემიერის და პარლამენტის დღეს არსებული ინსტიტუტები.როგორც ნიკო ნადირაშვილი აცხადებს, ის არცერთ ბიზნესმენთან და პოლიტიკოსთან თანამშრომლობას და არც ხელისუფლებასი მოსვლას აპირებს.ამერიკიდან დაბრუნებულმა ნადირაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას,პატრიოტულ მოტივებზე ლექსებიც წაუკითხა,იმ შემთხვევაში თუ სახალხო გაერთიანება საჭირო ხელმოწერრების შეგროვებასა და რეფერენდუმის გზით კონსტიტუციის შესცვლას ვერ შეძლებს, ისინი დაუმორჩილებლობის გამოაცხადებას გეგმავენ.