შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბაღდათის მუნიციპალიტეტში ჯანსუღ ღვინჯილიას, 75 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნეს
19.10.2015
უკან დაბრუნება
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ცნობილი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, ჯანსუღ ღვინჯილიას, 75 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნეს. მწერლის მშობლიურ სახლში საპატიო სტუმრების მიღება დილიდანვე გაიმართა. დღესვე, დიმის მე-2 საჯარო სკოლაში ცნობილი საზოგადო მოღვაწის მემორიალური დაფა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ბაღდათის საკათედრო ტაძარში ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონიმ ასევე, ჯანსუღ ღვინჯილიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ბაღდათის საჯარო ბიბლიოთეკაში მწერლის ხუთტომეულის პრეზენტაციაც გაიმართა, ახალი წიგნის შესახებ ენათმეცნიერმა ლევან ღვინჯილიამ და ჯანსუღ ღვინჯილიას მეუღლემ ისაუბრეს.
საზეიმო ღონისძიებები რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში გამართულმა საიუბილეო საღამომ დაასრულა.