შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მდინარე ოღასკურას კალაპოტი გაიწმინდა
25.06.2016
უკან დაბრუნება
ააიპ სპეციალური სერვისები ქალაქში დაბინძურებული არხებისა და მდინარეების დასუფთავებას განარგძობს,ამჯერად მდინარე ოღასკურას კალაპოტი გაიწმინდა, მოხდა უსარგებლო ხეების მოჭრა და იმ საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გასუფთავება,რომლითაც მდინარე ათწლეულების განმავლობაში ბინძურდებოდა. რამდენიმე წლის წინ ძლიეირი წვიმის შედეგად მდინარე დაბინძურებული კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ნაგებობები დატბორა,ჩატარებული სამუშაოებით მოსახლეობა კმაყოფილია.ოღასკურა ქუთაისში სათავეს სათაფლიის მთის სამხრეთ კალთებზე იღებს და ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით მიედინება.