შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



,,საქართველო და ნატო ივლისის სამიტის კონტექსტში,, - საჯარო დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
25.06.2016
უკან დაბრუნება
,,საქართველო და ნატო ივლისის სამიტის კონტექსტში,, - საჯარო დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.მომხსენებლებმა ნატოსა და საქართველოს ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს, საუბარი შეეხო რუსეთის საკითხსაც. იმსჯელეს, თუ რა თავისებურებები გააჩნია ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის გაწელილ პროცესს . დისკუსია ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა. ნატოს სამიტი ვარშავაში 8-9 ივლისს გაიმართება, მასზე დასასწრებად საქართველოდან დელეგაცია მიემგზავრება. სამიტისადმი ქვეყნის ხელისუფლებას დიდი მოლოდინი აქვს.