შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის N64 მცხოვრებ გიორგაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს
19.10.2015
უკან დაბრუნება
კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის, 64 ნომერში მცხოვრებ გიორგაძეების ოჯახის კუთვნილ ეზოში ელექტროსადენები და კანალიზაციის საერთო მილებია განთავსებული, რაც ანტისანიტარიას ქმნის. ელექტრო სადენი კი გვიან ღამით აფეთქდა რამაც ხანძარი გამოიწვია. მათი თქმით პრობლემით შესაბამის სამსახურებს უკვე მიმართეს თუმცა უშედეგოდ. ენერგო-პრო-ჯორჯიაში კი განაცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში განცხადება შესული არ არის. რაც შეეხება გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას, სამსახურს ქუთაისში პიარი აღარ ყავს, ხოლო თბილისში საზოგადოებათან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ჩვენს ზარს არ უპასუხა