შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სოფელ სპეთში გზის გაწმენდა დაიწყო
15.06.2016
უკან დაბრუნება
საჩხერის რაიონის სოფელ სპეთში მდინარე კინთუას ადიდების შედეგად დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და დაზარალებულ მოსახლეობასაც შეხვდნენ. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და რაიონულ ცენტრთან სოფლის დამაკავშირებელი გზა იწმინდება . ერთკილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია ორ დღეში დასრულდება და მოძრაობა სრულად აღდგება. 12 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ქვა–ღორღი სოფლის სავალ ნაწილზე ჩამოიტანა და 30 ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა. ასევე, დაიტბორა სახნავ–სათესი მიწები და რამდენიმე სახლი. უკვე შექმნილია შესაბამისი კომისია და ზარალის დათვლაც მიმდინარეობს.