შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერმა ქალაქში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
15.06.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერმა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან ერთად ქალაქში მიმდინარე სამუშაოები რამდენიმე ქუჩაზე დაათვალიერა. ერთ-ერთი ობიექტი, სადაც სამუშაოებია დადიანის ქუჩაა. რეაბილიტაცია ივნისის თვეში დაიწყო . ამ ეტაპზე მიწის მოჭრა მიმდინარეობს. 2 თვეში დადიანის ქუჩის კერძო სექტორი სრულად იქნება მოწესრიგებული და დაიგება 10 სმ-იანი ჩამკეტწახნაგიანი ბეტონის ფილები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს ,,არადანი“ 701307 ლარად ასრულებს. პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი ასრულებს. დადიანის ქუჩაზე უკვე დასრულებულია წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები.