შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერმა დიდი ბრიტანეთიდან დელეგაცია მიიღო
14.06.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერმა დიდი ბრიტანეთიდან დელეგაცია მიიღო.უელსის წარმომადგენლები ქუთაისში ნიუპორტის ასოციაციის მოწვევით იმყოფებიან და მათ მეგზურობას ”ქუთაისი-ნიუპორტის” ასოციაციის თავმჯდომარე მადონა მეგრელიშვილი უწევს.სტუმრობას საფუძვლად ორ ქალაქს შორის 25 წლიანი მეგობრობა უდევს.უელსის დელეგაციას ქუთაისის მერთან ერთად იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე და სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები შეხვდნენ.ნიუპორტის დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე როზმარი ბატლერი ხელმძღვანელობს, რომელსაც ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საჩუქრად ქუთაისის გერბი გადასცა. დელეგაცია ქუთაისში სამი დღე დარჩება. ისინი სხვადასხვა სახის ღონისძიებას დაესწრებიან.