შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება
14.06.2016
უკან დაბრუნება
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება,თარიღს ასოციაცია ქალები რეგიონების განვითარებისათვის ბაზაზე არსებული ”ქალთა კლუბი” გამოეხმაურა და დღის ცენტრის ”ჯადოსნური სამყაროს” აღმზრდელებს ერთი ლამაზი დღე აჩუქა.”ქალთა კლუბის” ერთ-ერთმა წევრმა მეზღაპრის როლი მოირგო და პატარები ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურა,დღის ცენტრის აღსაზრდელებმა სტუმრებთან ერთად თავიანთი კულინარიული შესაძლებლობებიც გამოავლინეს,მოეწყო სამედიცინო აქციაც კლუბის წევრმა ექიმებმა მათ უფასო კონსულტაცია გაუწიეს,რამდენიმეკომპონენტიანი ღონისძიების დასასრულს სიმბოლოურად ტორტიც გაიჭრა.