შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ნიუპორტის ახალგაზრდული ორგანიზაცია სტუმრად ქუთაისში
14.06.2016
უკან დაბრუნება
ნიუპორტის ახალგაზრდული ორგანიზაცია ბაიემსიესის თავმჯდომარე პიტერ ლანდესი ვიზიტის ფარგლებში ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.უცხოელმა სტუმარმა ქუთაისელ ახალგაზრდებს უელსის ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობა გააცნო და გამოცდილება გაუზიარა. თავის მხრივ, ქართველი ახალგაზრდებისაგან მოისმინა მათ მიერ განხორციელებული პროექტების შედეგები.შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც ახალგაზრდების გაცვლის პროგრამებს ითვალისწინებს.