შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წაგებული სასამართლო დავები ქუთაისის მერიას 100 000 ლარი დაუჯდა
14.06.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიამ წაგებული სასამართლო პროცესების გამო 100 000 ლარი დაკარგა. აღნიშნულის შესახებ დღეს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ისაუბრა. გოგი წულაიას განცხადებით, თვითმმართველობის უზნეო გადაწყვეტილებების გამოსწორება მოსახლეობას საკუთარი ჯიბიდან უხდება. წულაიამ დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომელშიც, ნაჩვენებია, რომ 100 000 ლარი ქუთაისის მერმა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებაზე დახარჯა. როგორც წულაია განმარტავს, დოკუმენტში ჩამოთვლილია იმ ადამიანების სახელები, რომლებსაც სასამართლო პროცესების წაგების შემდეგ მერიამ თანხა გადაუხადა. ჩამონათვალში სპორტული ააიპის ყოფილი ხელმღვანელის სოსო გაბრიჭიძისა და ყოფილი გამგის ნანა კაკურიას მოგებული პროცესებიცაა. წულაიას ბრალდებას ადგილობრივ თვითმმართველობაში არ უპასუხეს.